Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

რა არის მოსწავლეების გაცვლითი პროგრამა FLEX ?

რა არის FLEX ?

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც  საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლების მეცნიერებისა და სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.

ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შექმნას მრავალმხრივი შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისთვის. შესაძლებლობები, რომელიც განავითარებს მათ გლობალურ პერსპექტივებს სახლში, სამსახურსა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ნათელი მომავლის იმედის გასაძლიერებლად.

ბევრმა კურსდამთავრებულმა სახლში დანრუნების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მოგვიანებით იპოვა საინტერესო სამსახური, იმ უნარის გამოყენებით, რომელიც ამერიკაში ყოფნისას შეიძინა.

 

ვინ აფინანსებს პროგრამას?

ეს პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო. ეს ბიურო ხელს უწყობს ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების გამყარებას.

ამ ბიუროს პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციონალური ჯაჭვის გამყარებას ამერიკის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის განათლების და კულტურული გაცვლითი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით.

პროგრამის მონაწილეები  მიემგზავრენიან ამერიკის შეერთებულ შტატებში J-1 ვიზის მეშვეობით, რომელიც შექმნილია გაცვლითი პროგრამის ვიზიტორებისათვის. იმიტომ რომ, პროგრამა ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, არსებობს 2 წლიანი სამშობლოში დარჩენის მოთხოვნა და მონაწილეები ვალდებული არიან დაბრუნდნენ სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდგომ. დამატებითი დეტალები შესაძლოა იხილოთ აქ:  http://j1visa.state.gov/.

 

როგორ შეირჩევიან მოსწავლეები?

განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ამერიკელ პროფესიონალთაგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისიები შეარჩევენ პროგრამის ფინალისტებსა და რეზერვებს. შერჩევა ეფუძნება სამართლიან კონკურსს, რომელიც მოიცავს კომპლექსურ აპლიკაციას, მასწავლებლის რეკომენდაციას და პროგრამაში მონაწილეობისათვის მზაობის გამოვლენას. მოსწავლეებს ასევე მოეთხოვებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ფორმების წარმოდგენა.

ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანი კომპონენტია შერჩევის პროცესში, მაგრამ არა – ერთადერთი. შერჩევის პროცესი სრულდება გაზაფხულისთვის და კანდიდატები სტატუსის შესახებ შეტყობინებას იღებენ მაისის თვიდან.

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღება შეუძლიათ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 2002 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 16 ივლისამდე.

როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა?

პროგრამის მონაწილეები ირჩევიან ღია და შედეგებზე ორიენტირებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყოველ შემოდგომას ეწყობა. თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.

ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები სტუმრობენ რეგიონებს რათა შესარჩევი ტურები საქართველოს მასშტაბით ჩაატარონ. ტესტირების ცენტრების მდებარეობა ცხადდება პროგრამის შესარჩევი ტურების დაწყებამდე პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. FLEX პროგრამის წარმოგადგენლები წინასწარ ატყობინებენ რეგიონალური სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს პროგრამის შესახებ კონკურსის გამოცხადების დეტალებს სატელეფონო ზარებით, ბეჭდური განხცხადებებით, ტელევიზიით, ბუკლეტებით, პოსტერებით, პროგრამის კურსდამთავრებულების მეშვეობით, რომლებიც უშულალოდ მიდიან სკოლებში და ატარებნენ პრეზენტაციებს.

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთ-ერთ ცენტრში ჩაბარება. მათ თან უნდა იქონიონ:

1) დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (ერთ-ერთი დოკუმენტის დედანი).

2) ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი

3) საწერი კალამი.

 

კონკურსი შედგება სამი რაუნდისაგან:

რაუნდი 1: ინგლისურის მოკლე ტესტი

მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს, აბარებენ 15 წუთიან ტესტს, რომელიც 16 დახურული შეკითხვისგან შედგება (4 სავარაუდო პასუხით). ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და შედეგები ინტერნეტის მეშვეობით გამოცდის დღესვე ცხადდება. გამარჯვებულ მონაწილეებს მე-2 რაუნდში მე-2 დღესვე ვიწვევთ.

რაუნდი 2: თემები ინგლისურად

მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მე-2 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, წერენ 3 ესსეს (თემას) ინგლისურად, კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით. რომლებსაც, ამერიკაში არსებული დამოუკიდებელი კომისია ამოწმებს.

რაუნდი 3: ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ

მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მე-3 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, გაივლიან კომპლექსური ინგლისურის ტესტს, წერენ 2 ესსეს (თემას) ინგლისურად, მონაწილეობის ჯგუფურ სავარჯიშოში და გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ამასთან ერთად, მონაწილეები ავსებენ ამერიკული საბჭოების მიერ მოწოდებული აპლიკაციის ფორმას. მე-3 რაუნდის შედეგებს დაახლოებით 6 თვეში შეიტყობთ. მე-3 რაუნდის ყველა მონაწილე, შედეგს ინდივიდუალურად შეიტყობს, იქნება ეს დადებითი თუ არყოფითი პასუხი.

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსის პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღება.

 

პროგრამის კალენდარი

სექტემბერი-დეკემბერი:

შესარჩევი ეტაპი: დაფინანსების მიმღები კანდიდატები ღია და შეჯიბრზე ორიენტირებულ კონკურსში იღებენ მონაწილეობას. ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, შეუძლია შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

მარტი- აპრილი:

შეტყობინება: გაზაფხულზე, მოსწავლეებს ვატყობინებთ შედეგებს თანხმობის ან უარყოფის შესახებ.

აპრილი- ივნსი:

შეტყობინების შემდგომი პროცესი: ფინალისტები იწყებენ საბუთების დამზადებას და თავმოყრას, რომელიც მათ პროგრამაში მონაწილეობისათვის ესჭიროებათ, მათ შორის -საერთაშორისო პასპორტის, მშობლების ნოტარიული თანხმობის, სამედიცინო სერთიფიკატების და ფორმების მოწოდებას, აკადემიური თანხმობის, აკადემიური მოსწრების და სხვა (ორგანიზაციის წარმომადგენლები დეტალურად მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას).

ივნისი- ივლისი:

წინა-გასამგზავრებელი ორიენტაცია: ყველა ფინალისტი ესწრება 4 დღიან საორიენტაციო ბანაკს, რომელიც შექმნილია მოსწავლეების ამერიკაში გასამგზავრებლად მომზადებაში.

აგვისტო:

გამგზავრება: მოსწავლეების უმეტესობა მიემგზარება ამერიკაში აგვისტოს თვეში და იწყებს გაცვლით პროგრამას ამერიკაში. ვისი ამერიკული სასწავლო წელიც ადრე იწყება, ის მიემგზავრება ივლისის ბოლოს.

აგვისტო-მაისი, ივნისი:

პროგრამის წელი: 10 თვიანი პროგრამა აგვისტოს თვიდან იწყება და მაისის ან ივნისის თვემდე გრძელდება. მოსწავლეები ცხოვრობენ ამერიკულ ოჯახებში და სწავლობენ ამერიკულ სკოლაში.

მაისი -ივნისი:

დაბრუნება და კურსდამთვრებულები: ფინალისტები თავიანთ ქვეყანაში ამერიკიდან ან მაისში (15 მაისის შემდეგ) ან ივნისში ბრუნდებიან. ყველა მონაწილე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდეგ, როგორც ამას მათი J-1 ტიპის ვიზა მოითხოვს. დაბრუნების შემდეგ კი იწყებენ კურსდამთავრებულთა პროგამებში ჩართვას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.

 
რა ხარჯებს ფარავს FLEX პროგრამა?

FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

● მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);

● ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო პირადი ნივთები;

● მასპინძელი ოჯახები;

● ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;

● პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები;

● ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები;

● ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებებისა და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით).

 

რას არ უზრუნველყოფს პროგრამა?

● FLEX პროგრამის გრანტი არ მოიცავს შემდეგი ტიპის ხარჯს:

● საერთაშორისო პასპორტის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯს;

● პირადი ხასიათის ხარჯს, რომელსაც არ მოიცავს ყოველ თვიური სტიპენდია;

● გადაჭარბებულ ბარგთან დაკავშირებულ ხარჯეს;

● კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის ხარჯს – მაგ.: ტელეფონით ან ინტერნეტით სარგებლობის ხარჯი;

 

პროგრამის შესაძლო უარყოფითი მხარეები

სტუდენტებმა ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ პროგრამის უარყოფითი მხარეები:

● შესაძლოა პროგრამის მონაწილეებმა ეროვნულ/ სასკოლო გამოცდებს ვერ ჩამოუსწრონ;

● შესაძლოა, დაბრუნების შემდეგ მოგიწიოთ ჯარში მსახური;

● შესაძლოა, არ ჩაგეთვალოთ სასწავლო წელი, რომელიც ამერიკაში გაატარეთ (განათლების სამინისტროს პრეროგატივაა,  ჩათვლის თუ არა);

● შესაძლოა, ვერ მიიღოღ ოქროს მედალი, რომელსაც სკოლა გასცემს;

●აკადემიური პროგრამა, რომელიც ამერიკაში ისწავლება განსხვავებულია ქართული სკოლების პროგრამისგან.

 
დამატებითი ინფორამიციისთვის იხილეთ ვებგვერდი http://www.americancouncils.ge/

0Shares
0