ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორში დასაქმებულებს აქვთ

საქართველოს სტატისტკის სამსახურმა, საქსტატმა, საქართველოში საშუალო ანაზღაურების 2021 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, განათლების სფეროში დასაქმებულებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ.
 

განათლების სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 835 ლარით განისაზღვრა, რაც 494 ლარით ნაკლებია საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო ანაზღაურებაზე(1,328 ლ).

 

ცნობისთვის, წინ წლების მონაცემებითაც, საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორში იყო. საქსტატი ამ სტატისტიკის 2007 წლიდან აღრიცხავს და გასული 14 წლის განმავლობაში განათლება ყოველთვის ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორია.
 

2021 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი, 2,355 ლარი, საფინანასო სექტორში ფიქსირდება. მის შემდგომ, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციასა და კომუნიკაციის სექტორშია – 2 173.0 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე მშენებლობის სექტორია – 2 006.1 ლარიანი ანაზღაურებით.