მილერის პრემია – 2020 წლის საუკეთესო ფოტოგრაფიული ნამუშევრისთვის
ქშიშტოფ მილერის პრემია – 2020 წლის საუკეთესო ფოტოგრაფიული ნამუშევრისთვის.
პოლონური მედია ორგანიზაცია Agora SA და Gazeta Wyborcza აცხადებს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.
დაინტერესებულმა ფოტოგრაფებმა უნდა გამოაგზავნონ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული პრობლემების ამსახველი ფოტოები.
მონაწილეებმა უნდა წარადგინონ 7-დან 12-მდე ფოტო ნამუშევარი. მათგან მინიმუმ 5 უნდა იყოს შექმნილი 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 სექტემბრამდე.
მთავარი პრიზი, ქშიშტოფ მილერის პრემია – 10 000 ზლოტი (8322 ლარი).
ასევე პრიზი 3 000 ზლოტი (2500 ლარი) ახალ კატეგორიაში „თავისუფლება, სოლიდარობა, ტოლერანტობა“.
ფოტოების გაგზავნის ბოლო ვადაა: 21 ოქტომბერი, 2020 წელი
კონკურსის პირობები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.