ქარტიის პრიზი 2022 – განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას ქარტიის პრიზი 2022-ის მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.

 

კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს ნომინაციაში:

1.სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
2.სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში
3.ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
4.ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში
5.დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში
6.ხალხის რჩეული – საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.

 

პრიზები დაწესებულია IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით.

 

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე –

 

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

-მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში.
-საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
-მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
-მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.

დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com

თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი, 18.00 საათი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

-თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
-თხრობის სტილი და ტექნიკა;
-ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
-დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
-ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
-ინფორმაციის სიზუსტე;
-ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
-მხარეთა ბალანსი;
-სიძულვილის ენის გამოუყენებლობა.

 

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.