ქართული ტექსტების რედაქტირების ტენდერი

საია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შესაძენად 2020-2021 წლის პერიოდისათვის.

მომსახურების გაწევა და შესაბამისი ანაზღაურება წლის განმავლობაში შერჩეული პირებისაგან მოხდება საჭიროებების შესაბამისად.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ქვემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად 2020 წლის 5 ოქტომბრიდან  12 ოქტომბრის ჩათვლით ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე  gyla@gyla.ge;  

გთხოვთ საგანში მიუთითოთ „ტენდერი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში  განაცხადი არ განიხილება.

მოთხოვნები:

– CV;

– უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენის სპეციალობით

– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

–  ქართული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება

– სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება

–  მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს 

 

ტენდერის ეტაპები

– განცხადებების გადარჩევა – პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

 

ტენდერში მონაწილე შესრულებული ნამუშევრების  და წარმოდგენილი ფასების შესაბამისად მოხდება ტენდერში გამარჯვებული პირების შერჩევა.