ფრანგული ენის უფასო კურსები

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის უფასო კურსს 2021-2022 წლისთვის. კურსს გაუძღვება ფრანგული ენის (ფრანგული, როგორც უცხო ენა – FLE) მასწავლებელი, საბრინა ფაგე, ფრანგულ ენაზე საუნივერსიტეტო სწავლების მხარდაჭერის ფარგლებში.

 

 აუცილებელი მოთხოვნაა: სტუდენტს ჰქონდეს A2 დონე ფრანგულ ენაში
 

კურსი ჩატარდება ყოველ პარასკევს 16:30-18:00-ზე
-ადგილი: ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე-5 კორპუსი

 

 როგორ დავრეგისტრირდეთ?
 
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კანდიდატურა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nestan.talakhadze@fgu.ge
• სახელი და გვარი
• ელ. ფოსტა
• ტელეფონის ნომერი
• პასპორტის ასლი
• უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი
• დონე ფრანგულ ენაში (სერთიფიკატი, არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატურების გადარჩევა მოხდება თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. ოფიციალური შედეგი გეცნობებათ ელ. ფოსტის მეშვეობით.
 
კანდიდატურის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 9 დეკემბერი

Copy link
Powered by Social Snap