Daad-ის სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის გერმანიის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე.
სტიპენდიებზე განაცხადები მიიღება ონლაინ, DAAD პორტალის საშუალებით. განაცხადის პორტალზე წვდომა ჩვეულებრივ შესაძლებელია განაცხადის ბოლო ვადადან მინიმუმ 6 კვირით ადრე.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი 2020
განმცხადებლის დოკუმენტები:
სერთიფიკატები, კრედიტების დამადასტურებელი საბუთები, ცნობები და თარგმანები შეიძლება დასკანერებული იყოს არასერთიფიცირებული ფორმით და აიტვირთოთ DAAD პორტალზე. DAAD იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
დოკუმეტები, რომლებიც უნდა აიტვირთოს DAAD პორტალზე:
- განაცხადის ონლაინ ფორმა (ფორმა შეგიძლიად იხილოთ ბმულზე)
- სრული CV ტაბულური ფორმით (მაქსიმუმ 3 გვერდი)
- გერმანიაში დაგეგმილი სასწავლო პროექტის პროფესიული და პირადი მოტივების პრეზენტაცია (სამოტივაციო წერილი ; 1 – 3 გვერდი)
- სასწავლო პროგრამაზე დაშვების ცნობა. საბუთის ატვირთვა შესაძლებელია მოგვიანებითაც, თუ თუ განაცხადის გაკეთების დროს არ არის ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაცია წარსადგენ დოკუმენტებსა და სამაგისტრო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე