„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

 

გრანტის გაცემის პირობები და პრინციპები:

– აკრძალულია წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შეძენილი აქტივების რეალიზაცია;
– პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საზღვარგარეთ;
–  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლების დაფინანსება, მისი აღჭურვის და გაძლიერების მიზნით;
–  პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხიდან პროექტის ავტორს ეკრძალება ჰონორარის მიღება;
–  გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ხარჯთეფექტურობის, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპის დაცვით.

 

 გრანტის ოდენობა
– საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს;
– საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარი (აღნიშნული თანხა მოიცავს ანსამბლების მიერ შეძენილი ფორმების, ინსტრუმენტების თუ სხვა ინვენტარის ტრანსპორტირების ხარჯს);

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.

-კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;
-უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

დამატებითი ინფორმაცია გრანტის შესახებ და სააპლიკაციო დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე.