“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიურო წარმოადგენს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.
ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.
ტრენინგის შესახებ:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს მონაწილეთა მიღებას ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ნახევარ დღიან ტრენინგზე “როგორ ვიკვლიოთ პოლიტიკური კორუფცია?”, რომელიც ჩატარდება თბილისში 2023 წლის 29 ივნისს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:
-პოლიტიკური კორუფციის არსი;
– პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ არსებული ადგილობრივი რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები;
– პოლიტიკური კორუფციის საკვლევად ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები და მათი გამოყენება.
განაცხადის წარდგენის პროცესი:
-დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge
-გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ “ტრენინგი: როგორ ვიკვლიოთ პოლიტიკური კორუფცია?”.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 22 ივნისი.