“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 12 წარმომადგენელი, რომლებსაც ჩაუტარდებათ პროექტების წერის 3 თვიანი კურსი.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ მზა საპროექტო წინადადება მათთვის შესაბამისი დონორი ორგანიზაციისთვის წარსადგენად.
შეხვედრები გაიამართება კვირაში ერთხელ მონაწილეებთან შეთანხმებით, ხანგრძლივობა 2-3 საათი.
მონაწილეები შეირჩევიან აღნიშნული განაცხადის შევსების საფუძველზე, რომელიც მოიცავს სამოტივაციო ნაწილის დასაბუთებას. მასში გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული სწავლებაში მონაწილეობის სურვილი. აგრეთვე, საჭიროა გვაცნობოთ, მომავალში რაში გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ახალდაარსებული ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მცირე გამოცდილება.
განაცხადის შევსება შეგიძლიათ 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32