“ საქართველოს თანასწორობის ასოციაცია” ( GAFE) აცხადებს მონაწილეთა მიღებას ,,თანასწორობის სკოლისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას, მათ ინტენსიურ გადამზადებას, ახალი უნარ-ჩევევებით აღჭურვას და საუნივერსიტეტო სივრცეში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის სტუდენტების საჭირო ცოდნით უზრუნველყოფას.
სკოლა ჩატარდება გასვლითი ფორმატით დაბა ბაკურიანში 2022 წლის 28 თებერვლიდან – 4 მარტის ჩათვლით.
პროგრამით გათვალისწინებულია ინტენსიური გადამზადების კურსის ჩატარება შემდეგ საკითხებზე:
-გენდერული თანასწორობა – არსებული რეალობა და გამოწვევები
-სტერეოტიპები და მათი გავლენა ინდივიდზე;
-ეფექტური კომუნიკაცია;
-პრეზენტაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლები;
-თვითპრეზენტაცია, ლიდერობა და გუნდური მუშაობა;
-კონფლიქტების მართვა;
გადამზადების კურსს გაუძღვებიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრვი დონის ექსპერტები.
კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა: შემოუერთდნენ „საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ გუნდს, გაწევრდნენ ორგანიზაციაში და ჩაერთონ საუნივერსიტეტო „თანასწორობის კლუბების“ დაფუძნების პროცესში.
სკოლა წარიმართება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, მონაწილეები ვალდებულნი არიან სკოლის დაწყებამდე წარმოადგინონ “მწვანე პასპორტი” სრული ვაქცინაციის, 24 საათიანი სწრაფი ტესტისა ან 72 საათიანი PCR ტესტის სახით.
განცხადების მიღების პროცესი
თანასწორობის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი;
-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
-კავკასიის უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 მონაწილე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა სრულყოფილად უნდა შეავსონ მოცემული სააპლიკაციო ფორმა და მითითებულ მეილზე – info@gafegeorgia.org ატვირთონ 1 წუთიანი ვიდეო თემაზე: ,, გენდერული უთანასწორობა – პრობლემის აღმოფხვრის გზები“. ვიდეოში უნდა იკვეთებოდეს კანდიდატის პირადი დამოკიდებულება საკითხისადმი და გამოწვევასთან განმკვლავების ინდივიდუალური გზები.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ:+995 577 25 78 27
ელ-ფოსტა: info@gafegeorgia.org