ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი”დიზაინის, რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმეებისთვის აცხადებს კონკურსს “პროფესიული გამოცდილების პროგრამა “CRAFTING BUSINESS”-ში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ტრადიციული რეწვის საბჭოს HOTHOUSE-ის პროგრამას და ხორციელდება CRAFTING EUROPE პროექტის მონაწილე ევროპის რვა ქვეყანაში.
პროგრამის მიზანია განავითაროს დიზაინერების და რეწვის ოსტატების ბიზნეს და შემოქმედებითი უნარები და მოიცავს შემდეგ თემებს:
-მეწარმეობა/ბიზნეს ხედვა და მოდელირება/ბიზნესის დაგეგმვა;
– ფინანსური დაგეგმვა (ღირებულება და განფასება, ფულადი შემოსავლები, ფინანსური მენეჯმენტი)
– პროდუქციის განვითარება
– საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები
– ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები
– მარკეტინგი (ბაზარზე წვდომა, ბაზრის კვლევა და შეფასება, მარკეტინგული სტრატეგიები, ელექტრონული მარკეტინგი და პროდუქციის წარდგენა)
– ბიზნესის წარდგენა
– ექსპორტის განვითარება
პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლიათ თუ თქვენ ხართ დიზაინერი ან ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე მეწარმე.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, სულ შეირჩევა 25 მონაწილე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა ბმულზე:
CRAFTING BUSINESS-პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, პროგრამა განხორციელდება 2021 წლის ოქტომბერი – ნოემბრის პერიოდში და მოიცავს 24 ონლაინ ტრენინგს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
“ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი”
https://www.gaccgeorgia.org
მისამართი: ნიკო ნიკოლაძის ქ. #7, თბილისი, 0108, საქართველო
ელფოსტა: info@gaccgeorgia.org
ტელ: (+995 32) 293 13 35; მობ.: 593 397 153; მობ: 555 455 843