Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

უნგრეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები

FAO და უნგრეთის მთავრობა 2021 – 2022 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს  სტიპენდიის მისაღებად  სენტ იშტვანის უნივერსიტეტში (SZIU) .
სტიპენდიები გათვალისწინებულია სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, შემდეგ სასწავლო მიმართულებებზე:
სასოფლო სამეურნეო წყლის მართვის ინჟინერია
მცენარეთა დაცვა
მარცვლეული კულტურების წარმოება
სტიპენდია ითვალისწინებს: საბუთების შეტანის, სწავლის საფასურის და ძირითადი სახელმძღვანელოების საფასურის დაფარვას; საერთო საცხოვრებლის საფასურის, საარსებოდ საჭირო თანხისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის დაფარვას.
სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სტიპენდიისმიღების კონკურსში მონაწილეობის მიღება 40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტს შეუძლია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ:
მონაწილე ქვეყნის მოქალაქეობა
– გამორჩეული სასწავლო მიღწევები
ინგლისური ენის ცოდნა
სწავლის მოტივაცია
ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა
ასაკი (სასურველია 30 წლამდე)
 სწავლის პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყება.
განცხადებების მიღების ვადებია: 2021 წლის  28 თებერვალი.
განაცხადის ფორმის შესავსებად და დამატებითი დეტალური ინფორმაციის მისაღებადგადადით ბმულზე
Copy link
Powered by Social Snap