Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი 27 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით იმართება და რვა სესიას მოიცავს. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები გაეცნობიან წყაროების მოძიებისა და ინტერვიუების ჩატარების ეფექტურ ტექნიკას და ასევე, რჩევებს, ამბის სიზუსტის უზრუნველყოფისა და მისი საუკეთესო გზით წარმოდგენისათვის.

 

ტრენინგში მონაწილეობისათვის განმცხადებლები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში ან მედიის კვლევებში;
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკაში;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი უნარები);

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ივლისი

ტრენინგებს გაუძღვებიან არაერთი ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟუნრალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს Investigative Reporter’s Handbook: A Guide to Documents, Databases, and Techniques Fifth Edition ავტორები ბრანტ ჰიუსტონი და მარკ ჰორვიტი.

დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე