ტრენინგები ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის ეკონომიკის საკითხებზე

„ინტერნიუსი საქართველო“ ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პლატფორმას “MediaTOR – მედიის გაძლიერება ეკონომიკური რეფორმების გაშუქების მიზნით”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განვითარების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდასა და მედიასაშუალებების მხარდაჭერას ეკონომიკის საკითხებზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფაქტებზე დაფუძნებული, ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მომზადებაში.

 

პროექტის ფარგლებში „ინტერნიუსი საქართველო“, ეკონომიკის საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თუ ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის (ჟურნალისტი, რედაქტორი) სამი კომპონენტისაგან (ეკონომიკის საკითხების გაშუქება, ახალი მედია, მონაცემთა ჟურნალისტიკა) შემდგარ ონლაინ ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.
 
ონლაინ ტრენინგები, რომლებსაც დარგის ექსპერტები, გამოცდილი ჟურნალისტები გაუძღვებიან, 2021 წლის ნოემბერში დაიწყება და 2022 წლის მარტში დასრულდება.
 
პროექტის ფარგლებში, „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული მედია ტრენინგების პარალელურად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შეიქმნება მუდმივად განახლებადი პორტალი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია (რელევანტური ეკონომიკური
მონაცემების, კვლევების თუ ეკონომიკური სფეროს სხვა სიახლეების შესახებ) შერჩეული ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება მედიის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ ხარისხიანი, სიღრმისეული მასალების მომზადებაში დაეხმარება.
 
ტრენინგების ციკლში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნონ 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com
 
სააპლიკაციო ფორმა და პროექტის შესახებ მეტი დეტალი ბმულზე იხილეთ: https://bit.ly/3mOIAa3