ტენდერი არჩევნებზე სამაგიდო თამაშის შესაქმნელად

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” – ISFED აცხადებს ტენდერს არჩევნების შესახებ სამაგიდო თამაშის შესაქმნელად, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიისათვის არჩევნებთან დაკავშირებული თემების და ტერმინების თამაშის გზით გაცნობას.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სამაგიდო თამაშისთვის (250 ცალი) საჭირო ნივთების ბეჭდვა და დამზადება, მათ შორისაა დაფა და დაფის დიზაინი, ლოგო, ბარათები, ყუთი, ინსტრუქცია და სხვა დამატებითი მასალები.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს.

გთხოვთ, გამოგზავნოთ შეთავაზება, თანხის (დღგ-ს ჩათვლით), პროდუქციის ჩაბარების ვადის და თამაშის სახეობის/ჟანრის მითითებით, ელფოსტაზე: hr@isfed.ge   2020 წლის 11 ოქტომბრამდე.