ლგბტქი საკითხებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში, დაწერეთ ესე ან ბლოგ-პოსტი. გამოეხმაურეთ ლგბტქი უფლებების, გამოცდილებების, თანასწორებისა და მრავალფეროვნების თემებს და წარმოაჩინეთ თქვენი ხედვა.
პრიზები:
▪️ გამოვლინდება სამი გამარჯვებული პრაიდის კვირეულის ფარგლებში და თითოეულს გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით;
▪️ ათი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ბილეთები (The best party of the year!);
▪️ საუკეთესო Ნამუშევრები გამოქვეყნდება ორგანიზაციის საიტზე და სოციალურ მედია პლატფორმებზე.
კონკურსის შესაძლო თემები:
▪️ ლგბტქი უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი ისტორია და ევოლუცია;
▪️ ლგბტქი უფლებები: გლობალური პერსპექტივები და განსხვავებები;
▪️ ლგბტქი ადამიანების მედიასა და ლიტერატურაში რეპრეზენტაციის მნიშვნელობა;
▪️ ინტერსექციურობა: ინტერსექციურობის თეორია, ინტერსექციული მუშაობის არსი და მნიშვნელობა;
▪️ ლგბტქი აქტივიზმი: წარსული, აწმყო და მომავალი; სტრატეგიები, მიზნები, მიღწევები და გამოწვევები;
▪️ ქამინგაუთის ისტორიები: მოგზაურობა საკუთარი თავის მიღებისკენ, გამომზეურება გარშემომყოფებთან;
▪️ განათლების როლი ლგბტქი ადამიანების მიმართ მიმღებლობის ჩამოყალიბებაში; დღეს არსებული ჩავარდნები და გამოსავლის გზები;
▪️ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები და თანასწორობა: მიღწევები და თანამედროვეობის გამოწვევები;
▪️ ლგბტქი თემის მხარდამჭერები (‘Allies’): მხარდამჭერებისა და მოკავშირეების როლი და მნიშვნელობა ლგბტქი თანასწორობისთვის;
▪️ ლგბტქი მოზარდები: როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო და საზოგადოება ბულინგისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს და დაიცვას ლგბტქი მოზარდები.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2023 წელი.
მისამართზე tbilisipride@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ ესეების კონკურსი.