სტუდენტური ბლოგების კონკურსი

თუ ხარ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ბაკალავრიატის ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და გაინტერესებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ეს კონკურსი შენთვისაა.

 

პროექტი „რეფორმეტრი“ გთავაზობს, შეარჩიო შემოთავაზებული ოთხი ეკონომიკური რეფორმიდან (ელექტრონული კომერციის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, წყლის რესურსების მართვის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა) ერთ-ერთი და მის შესახებ ანალიტიკური ბლოგი დაწერო. სანაცვლოდ კი სასურველი პრიზი მოიგო.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

-კონკურსისთვის დარეგისტრირდე  2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
-აირჩიო შენთვის საინტერესო ეკონომიკური რეფორმა და დაწერო ბლოგი მის შესახებ. პროექტის ფარგლებში შერჩეული ეკონომიკური რეფორმებია:
-ელექტრონული კომერციის რეფორმა
-გადახდისუუნარობის რეფორმა
-წყლის რესურსების მართვის რეფორმა
-კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა

გამოგვიგზავნო შენი ბლოგი 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: reformeter@iset.ge

პროექტის საპრიზო კატეგორიებია:

 

-შერჩეული რეფორმისთვის თემატური საგანმანათლებლო კურსის დაფინანსება
-შერჩეული რეფორმისთვის თემატურ საგანმანათლებლო რესურსზე წვდომის (მაგ. საერთაშორისო ჟურნალის ან ციფრული პლატფორმის გამოწერის) დაფინანსება
-ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, პროექტ „რეფორმეტრის“ განმახორციელებელ გუნდში სტაჟირება

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

 

პროექტ “რეფორმეტრს” ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. “რეფორმეტრის” მიზანია შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი, რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და რეფორმის განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა რეფორმის ცნობადობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად.

მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.