სტუდენტების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის გაცვლითი პროგრამას სტუდენტებისთვის. პროგრამის მონაწილეები ამერიკულ უნივერსტეტბში 2022 წლის ივნისაა და აგვისტოში 4-5 კვირას გაატარებენ.

პროგრამის აღწერა

ეს არის მოკლევადიანი აკადემიური პროგრამები, რომლის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, რუსეთიდან და თურქეთიდან გაუღრმავოს ცოდნა შეერთებული შტატების შესახებ და გააუმჯობესოს მათი ლიდერობის უნარები. თითოეულ ინსტიტუტს ჰყავს 20 მონაწილე. ინსტიტუტები შედგება ოთხკვირიანი აკადემიური რეზიდენციისგან, სემინარების დისკუსიების, კითხვის, ჯგუფური პრეზენტაციებისა და ლექციების დაბალანსებული სერიით. ადგილზე ვიზიტები, ლიდერების განვითარება, კულტურული აქტივობები შეავსებს კურსს და აკადემიურ სესიებს. კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლიურ ენას მაღალ დონეზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 დეკემბერი

 

პროგრამის დაფინანსება

პროგრამა ფარავს მონაწილეთა ხარჯებს სრულად. (სწავლა, მგზავრობა, ცხოვრება, წიგნები, სავიზო მოსაკრებელი და ა.შ.)

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.