სტრატეგიული კომუნიკაციების სასტიპენდიო კონკურსი

სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი აცხადებს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სასტიპენდიო კონკურსს. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:

 

  • კომუნიკაცია კრიზისის დროს – კორონავირუსის პანდემიის მაგალითზე განხილვა;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები და საქართველოს წინაშე არსებული ჰიბრიდული გამოწვევები;
  • საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები და არსებული გამოწვევები;
  • საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეთა წრის გაფართოვება და თანამშრომლობის გზების ძიება;
  • საინფორმაციო ომის ახალი ტენდენციები და შესაძლო გამკლავების გზები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

✔ ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
✔ ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
✔ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

– CV (არაუმეტეს ორი გვერდისა);

– უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში;

– საკვლევი თემის აბსტრაქტი.

 

აბსტრაქტის მოთხოვნები:

– განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას;
– აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ ორ თემაზე;
– განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
– აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
– აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.

 

თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 1,800 ლარს. საბოლოო დოკუმენტის მოცულობამ უნდა შეადგინოს 20-25 გვერდი.

მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ “Stratcom Fellowship”.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 2020 წელი.

 

სტიპენდია გაიცემა აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით, Alumni Grant-ის ფარგლებში.