სტიპენდიები ციურიხის უნივერსიტეტში

2022 წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის, ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (CEES) გთავაზობთ 5 სტიპენდიას. ნიჭიერ და ინოვაციურ ახალგაზრდა ან საშუალო კარიერის მეცნიერებს სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროდან რომლებიც რუსეთთან, აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებულ ისტორიულ თუ თანამედროვე თემებზე მუშაობენ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

დაფინანსება მოიცავს საცხოვრებელს, ჯანმრთელობის დაზღვევას, ვიზის მხარდაჭერას და ცხოვრების ხარჯების სტიპენდიას ოთხ თვემდე ყოფნის პერიოდში. ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის გარდა, თანამშრომელს ექნება სამუშაო ადგილი და სხვა საჭირო საშუალებები CEES-ში. CEES დაეხმარება სტიპენდიანტს ციურიხის რაიონში საცხოვრებლის მოძიებაში.

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა ოთხ თვემდე გრძელდება, რომელიც 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება (გაზაფხულის სემესტრი).

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 იანვარი

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.