სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში.

 

2023 FaRiG ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი

 

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 500 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე.

 

2023 FaRiG სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 500 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ კვლევებზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურისა ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

 

2023 FaRiG პოლონსკის პრიზი

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 000 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიაში მცხოვრები ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.

 

2023 FaRiG გრიბოედოვის კვლევითი გრანტი

 

საქართველოსა ან/და რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 000 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს რუსეთთან ინტერაქციის ასპექტზე .

 

2023 FaRiG ქეროლაინ ადამსის პრიზი ესესთვის

 

ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი პრიზი ესესათვის £ 500 – ის ოდენობით. ესე ორიენტირებული უნდა იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების ნებისმიერ თემაზე, რომელიც აქტუალურია საქართველოში.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.farig.org/.