დაიწყო განცხადებების მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამაზე 2023-2024 აკადემიური წლისათვის.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანთა მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. პროგრამას (NSP) აფინანსებს სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის სამინისტრო.
სტიპენდიის ხანგრძლივობა სტუდენტებისათვის (მაგისტრატურის საფეხური): 1-2 სრული (4-5 ან 9-10 თვე) ან 1-3 სემესტრი, თუ აკადემიური წელი იყოფა სამ სემესტრად (3-4, 6-7 ან 9-10 თვე); ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა – 400 ევრო;
სტიპენდიის ხანგრძლივობა PhD სტუდენტებისთვის – 1-10 თვე; ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა – 734 ევრო;
სტიპენდიის ხანგრძლივობა ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანებისთვის – 1-10 თვე;
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა კანდიდატებისათვის, რომლებიც დოქტორის ხარისხს არ ფლობენ და 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ – 734 ევრო;
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა კანდიდატებისათვის, რომლებიც დოქტორის ხარისხს ფლობენ და 10 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ – 980 ევრო;
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა კანდიდატებისათვის, რომლებიც დოქტორის ხარისხს ფლობენ და 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვთ – 1 050 ევრო.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2023 წლის 30 აპრილი, 16:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
წყარო: ილიაუნი