
KOICA-ს სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიებს სეულის უნივერსიტეტში (Seoul National University) კორეაში. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ლიდერებს, რომლებიც მომავალში წვლილს შეიტანენ ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაში.
სტიპენდიის ფარგლებში სრულად დაფინანსდება გამგზავრება, სწავლა, ცხოვრება და აგრეთვე სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. (999,000 კორეული ვონი)
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 3 აგვისტო
სწავლის დასაწყისი: 2021 წლის თებერვალი
ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ კორეის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში.
დაწვრილებით ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილეთ აქ