სტიპენდიები საქართველოს უნივერსიტეტებში

საქართველოში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, მაკ ჯორჯიამ შეიმუშავა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე პროცესებში დაზარალებული სტუდენტების მხარდაჭერას.

 

ვისთვის არის აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა?

-თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე;

თუ თქვენ ან თქვენმა რომელიმე მშობელმა/მეურვემ დაკარგეთ სამსახური ან განიცადეთ შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება (სამედიცინო ხარჯების ზრდის ან სხვა ნებისმიერ მიზეზით) ქვეყანაში მიმდინარე კრიზისული პროცესების გამო; ჩარიცხული ხართ და სწავლობთ საქართველოში არსებულ ნებისმიერ აკრედიტებული საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტსა და კოლეჯში ნებისმიერ საფეხურზე (პროფესიული პროგრამა, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და თქვენი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია;

სტუდენტების დასახმარებლად განკუთვნილი თანხა „თიბისის“ და “საქართველოს ბანკის“ მიერ ერთობლივად გამოყოფილი 5 მლნ ლარის ოდენობის ინიციატივის ნაწილია.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ლინკზე:

 

თუ თვლით, რომ გჭირდებათ არსებული სტიპენდია, შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7t5WqE5qVks213hb7

 

 სტიპენდია უზრუნველყოფს:

– უნივერსიტეტში სწავლების სემესტრული გადასახადის სრულად დაფარვას (მომდევნო სემესტრში სტიპენდიის გახანგრძლივების შესაძლებლობით);

– საარსებო ხარჯების გამოყოფას ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, რათა სტუდენტმა უზრუნველყოს ცხოვრებისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფარვა.

სასტიპენდიო პროგრამის ვადები:
განაცხადები ამ ეტაპისთვის მიიღება უწყვეტად და კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: Scholarship@macgeorgia.org
_