სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, 2022-2023 სასწავლო წლისათვის, კიდევ ხუთი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს პროგრამებია:
 

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა;
  • აკადემიური პროგრამა იტალიაში;

 

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
 
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.
 
ხუთივე პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge – ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით.
 
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.
 

დამატებითი ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: iec.gov.ge