სტიპენდიები საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლებისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა 2025 წლისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის პირველი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თემა გარემო და კლიმატის ცვლილებაა.

 

კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. აპლიკანტები უნდა იყვნენ 18 წელს გადაცილებულები და კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ იდეა სასტიპენდიო პროექტისთვის, რომელიც სათემო ჩართულობასთან ან სამოქალაქო ტექნოლოგიასთან იქნება დაკავშირებული.

 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი სახის სტიპენდიები: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, გადაეცემათ 5,000 ევრო პროექტის განსახორციელებლად და მიეცემათ საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა. ისინი ასევე შეძლებენ, გახდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის სტიპენდიატთა ქსელის წევრები.

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 დეკემბერი.

 

განაცხადის ფორმა და დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.