სტიპენდიები ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე ჩინეთში

ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program) სწავლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

 

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა ფინანსდება „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ახალი თაობის ლიდერების განვითარებაში.

 

სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისათვის, სრული 3-წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კაპმუსზე ცხოვრების ხარჯებს.

 

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის და სტიპენდიის შესახებ იხილეთ დანართში.

სააპლიკაციო ფორმა

 

Copy link
Powered by Social Snap