გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) 2021-22 სასწავლო წლისათვის აცხადებს კონკურსს გერმანული ენის საზაფხულო კურსზე გერმანიის უნივერსიტეტებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ყველა მიმართულებით.
სტიპენდიის მისაღებად შეუძლიათ ყველა საგნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს განაცხადის გაკეთება. ბაკალავრის სტუდენტებს სტიპენდიის დასაწყისში უნდა ჰქონდეთ დასრულებული მინიმუმ ორი საუნივერსიტეტო წელი.
●კურსების ხანგრძლივობაა მინიმუმ 18 სასწავლო დღე, კვირაში მინიმუმ 25 სასწავლო საათი. პროგრამა გრძელდება ივნისიდან ნოემბრამდე.
●სტიპენდიის ოდენება 1,061 ევროა, რომელიც მოიცავს კურსისა და განსახლების საფასურის ანასაზღაურებას, ჯიბის ფულს და ჯანმრთელობისა თუ უბედური შემთხვევის დაზღვევის შეღავათებსაც.
●განმცხადებლის მინიმალური ასაკია 18 წელი.
●განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ გერმანული ენის ცოდნის მინიმალური A2 დონე. ენის ცოდნა უნდა დადასტურდეს განაცხადის მიღების დროს.
●ენის სერთიფიკატის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
●მისაღებია შემდეგი ენის სერთიფიკატები: onSET-Deutsch, TestDaF, გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი.
●ამჟამინდელი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა შეუძლებელი იყოს onSET-Deutsch ტესტის ჩაბარება ყველა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ DAADის ლექტორების მიერ დამტკიცებული ენის სერთიფიკატი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2020 წელი
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
- წინა აკადემიური მიღწევები,
- დამაჯერებელი მოტივაცია საგნის შესწავლისა და არჩევის მიზნით
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?origin=71&status=1&type=a&q=Hochschulsommerkurs&subjectgroup&onlydaad=0&language=de&pg=1&detail_to_show=50035295&show_tab=applicationprocess&fbclid=IwAR3iy0Z_2G–fFyocWB4-lLjtWvNB-B-RVl3h3_09Stb32T8IH_eVxpLSVY