IJP-ის (საერთაშორისო პროგრამები ჟურნალისტებისათვის) ფარგლებში წელს უკვე მეოცედ ცხადდება Marion-Gräfin-Dönhoff-ის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის. სტიპენდიის პროგრამის ერთ-ერთი მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა რედაქტორებისთვის (35 წლამდე) და მისი მიღების წინაპირობებს წარმოადგენს გერმანული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა, ასევე სხვა ქვეყანაში ცხოვრების და სხვა მედია-სისტემაში მუშაობის მზადყოფნა. პროგრამა ტარდება ოქტომბერსა და ნოემბერში.
სტიპენდიის დახმარებით აღმოსავლეთ ევროპელ და გერმანელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, ორი თვის განმავლობაში იმუშაონ სტუმარ ავტორებად უცხოურ რედაქციაში და ამავდროულად, როგორც კორესპონდენტებმა, მოამზადონ რეპორტაჟები შესაბამისი მასპინძელი ქვეყნიდან მშობლიური ქვეყნის მედიისთვის. გაცვლითი პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჟურნალისტების ცოდნისა და აღქმის გაღრმავება პოლიტიკის, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში მათი ეროვნული საზღვრების მიღმა, ასევე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს შორის საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ხელის შეწყობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი და შემდეგი ლინკი: https://www.ijp.org/stipendien/doenhoff
საბუთების გაგზავნა და კითხვებით მიმართვა შესაძლებელია შემდეგ მეილზე: doenhoff@ijp.org