თანამედროვე ქართველი ავტორების ხელშესაწყობად, “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” მორიგი პროექტი “სტიპენდია ავტორებისთვის” განაცხადის მიღება იწყება.
კონკურსს არ აქვს დადგენილი პრიორიტეტული ჟანრები და შეირჩევა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ნაწარმოებებიც. აუცილებელი პირობაა, რომ ნაწარმოები, ან მისი ნაწილი, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ელექტრონულ მისამართზე info@tbilisiwbc.ge, უნდა გამოაგზავნონ:
-სამოტივაციო წერილი;
-ნაწარმოების სინოფსისი;
-ნაწყვეტი ტექსტიდან (არანაკლებ 10-15 გვერდისა);
-ავტორის ბიოგრაფია (არსებობის შემთხვევაში, გამოქვეყნებული ნაწარმოებების მითითებით).
-ელექტრონული ფოსტის თემაში აუცილებლად მიუთითეთ დასახელება: სტიპენდია ავტორებისთვის
თითოეულ განმცხადებელს შეუძლია არა უმეტეს სამი განაცხადის შემოტანა.
განაცხადების მიღება დასრულდება 2021 წლის 21 ივნისს. კონკურსის ჟიური ხუთ გამარჯვებულს 30 ივნისს გამოავლენს. სტიპენდიის თანხა შეადგენს 4000 ლარს.
გამარჯვებულმა ავტორმა 2021 წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს კონტრაქტი საქართველოში მოქმედ გამომცემლობასთან და დასრულებული ტექსტი ელექტრონული ან ბეჭდური სახით. ავტორს სტიპენდია ამ ვალდებულების შესრულებისას გადაეცემა.