სტიპენდიები ვოკალისტებისთვის ლა სკალას თეატრის აკადემიაში

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 10 სტიპენდიას. სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეა, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს. სტიპენიდები გაიცემა ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სწავლისათვის.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 12 მაისამდე, აკადემიის ვებგვერდის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო გასცემს 9 სტიპენდიას (თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს) საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის.

კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია: ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის – 2021 წლის 16 სექტემბრამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.