სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების გასაცემად, 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობით, სოგი-ს ან/და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობითა და უფლებების საკითხებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმები:

-დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის სტატუსი;
-საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: ლგბტქ+ ადამიანის უფლებები, ლგბტქ+ თემის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ქვიარ თეორია, სოგი-ს საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.

პროექტის ფარგლებში გაიცემა 3 სტიპენდია. სტიპენდიის მოცულობაა 1125 ლარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ აპლიკაცია შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@equality.ge არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბრისა. გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: სასწავლო სტიპენდია.

აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:

-რეზიუმე;
-საბაკალავრო ნაშრომის აბსტრაქტი;
-ხელმძღვანელის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან/და აკადემიური შვებულების შესახებ;
-ნიშნების ფურცელი.
-არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: info@equality.ge