სტიპენდიები ბაკალავრებისთვის ამერიკაში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს სტიპენიდებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. პროგრამა აფინანსებს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების, სწავლისა და დაზღვევის ხარჯებს, ასევე დაფინანსებულია მცირედი ყოველთვიური სტიპენდია.

UGRAD-ის გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
-მინიმუმ 18 წლის ახალგაზრდებს
-2025 წლის აგვისტოს შემდეგ ერთი წელი მაინც გქონდეთ დარჩენილი საქართველოში ბაკალავრიატის დასრულებამდე.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2023 წელი

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა(UGRAD) ბაკალავრიატის სტუდენტებს ამერიკული განათლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მიმართულების სტუდენტს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/ugrad