ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia),
სიხარულით გაცნობებთ, რომ ვიწყებთ სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარების
მსურველთათვის. AmCham-ის წევრი კომპანიები დაფარავენ უნივერსიტეტის სწავლის საფასურს და უზრუნველყოფენ
საცხოვრებელი ხარჯების ნაწილს 25-30 სტუდენტისთვის ბაკალავრიატის 4 წლის განმავლობაში. ყველა ეს სტუდენტი
უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.
დაფინანსების ფარგლებში მოხდება სწავლის საფასურის 100%-ის დაფარვა და ასევე ცხვოვრების ხარჯების
ნაწილობრივი უზრუნველყოფა. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები
სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ
საკითხებთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვ.
სტიპენდია უზრუნველყოფს:
უნივერსიტეტში სწავლის საფასური – 2250 ლარი წელიწადში (სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სტანდარტული
საფასური)
საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში – გადაეცემა თითოეულ სტუდენტს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების
დასაფარად.
აგრეთვე, ვგეგმავთ სტიპენდიატების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით:
• გავუწევთ მხარდაჭერას სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში ასოციაციის წევრ კომპანიებთან,
რათა ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას.
• ჩვენ უზრუნველვყოფთ პროფესიულ ტრენინგებს, მათ შორის ლექციებს ორგანიზაციის წევრებისგან, ასევე,
შესაძლოა, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების განვითარებას და ა.შ.
• დავიქირავებთ მრჩეველს სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება მათ.
კრიტერიუმები
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• წარმოადგენს მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსარგებლე ოჯახის წევრს და გააჩნდეს 70 000 ან ნაკლები
სოციალური ქულა.
• ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხულია სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისში
ან რეგიონებში).
• გააჩნია ინგლისური ენის საბაზისო ცონდა და სურს მისი გაუმჯობესება.
• სურს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული
ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.
განაცხადის წარმოდგენის ვადები
დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
• განაცხადის ფორმა
• ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ამსახველი გვერდის ამობეჭდილი ვერსია და აბიტურიენტის
საიდენტიფიკაციო კოდი.
• მიზნობრივი სოციალური დახმარების ქულის ამსახველი დოკუმენტი – გასული ორი თვის ვადით და ბეჭდით
დამოწმებული (განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულის ამსახველი
დოკუმენტი)
• სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა, სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს თუ
რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეთ ამერიკის
სავაჭრო პალატის ქსელს.
ონლაინ განაცხადის ფორმა უნდა შეავსოთ : 2023 წლის 8 სექტემბრამდე
განაცხადები მიიღება ონლაინ ფორმის ან ელ-ფოსტის საშუალებით:
გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ფორმა https://forms.gle/aym9tAEwsbrodkSv5
ან
შევსებული განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ: https://amcham.ge/scholarship-application-geo.docx) და ზემოთ ჩამოთვლილი
ყველა დოკუმენტი გამოგზავნეთ მისამართზე – Scholarships@amcham.ge.
გასაუბრებები, სავარაუდოდ, გაიმართება 14 და 15 სექტემბერს თბილისში. გასაუბრების დროს ჩატარდება მცირე ტესტი
ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად. საბოლოო გადაწყვეტილება 22 სექტემბრისთვის იქნება მიღებული.