სახვითი ხელოვნების, დიზაინის და რეჟისურის სტიპენდიები

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) გთავაზობთ, 2022/2023 სასწავლო წლისთვის, სტიპენდიებს გერმანიაში სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და რეჟისურის მიმართულებით. სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებმაც მიიღეს პირველი საუნივერსიტეტო ხარისხი სახვითი ხელოვნების, დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციისა და კინოს სფეროში.

 

სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ დაასრულოთ სამაგისტრო კურსი თქვენსა არჩეულ სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ გერმანულ უნივერსიტეტში.

 

დაფინანსების ხანგრძლივობაა 10 -დან 24 თვემდე და დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე.

 
სტიპენდიანტები მიიღებენ 861 ევროს თვის განმავლობაში, ასევე ანაზღაურდება მგზავრობის ხარჯები და ჯანმრთელობის დაზღვევა. გარდა ამისა, გაკრვეული პირობების გათვალისწინებით გაიცემა დამატებითი შეღავათები (მაგ. ყოველთვიური ქირა ან ყოველთვიური გადასახადი თანმხლები ოჯახის წევრებისთვის).

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი

 
სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე:  https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?