სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს, რომლის მიზანია სამედიცინო მიკრიობიოლოგიის დარგის განვითარება.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის რეზიდენტურის სტუდენტი. სტიპენდიის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა დაწერონ აბსტრაქტი თემაზე: ანტიბიოტიკორეზისტენტობა – განსაზღვრის მეთოდების ძირითადი საფუძვლები და თანამედროვე ასპექტები.
სტიპენდიანტის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: კომისიის მიერ ნაშრომის შერჩევა და შერჩეული ნაშრომების პრეზენტაცია სტუდენტების მიერ.
სახელობითი სტიპენდია შერჩეულ სტუდენტზე გაიცემა 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად, თვეში 200 ლარის ოდენობით; სტუდენტს ასევე საშუალება ეძლევა, გაიაროს სტაჟირება „ციტოს“ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის განყოფილებაში.
სტიპენდიაზე განაცხადები მიიღება: 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით. გამოგზავნეთ ნაშრომი ავტობიოგრაფიასთან ერთად მეილზე: scholarship@cito.ge.
დამატებითი ინფორმაცია კუნკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.