
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გააგრძელოთ სწავლა გერმანიაში მუსიკის მიმართულებით. სტიპენდიები ხელს უწყობს გამოცდილების გაცვლას და კოლეგებს შორის ქსელის შექმნას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს რომლებსაც მიღებული აქვთ პირველადი (ბაკალავრიატი) განათლება მუსიკაში. პროგრამა აფინანსებს სწავლას მაგისტრატურაში და ასევე ფარავს მგზავრობის და სხვა ხარჯებს. გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია 934 ევრო.
დამატებით ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 28 სექტემბერი, 2023 წელი