იურიდიული ფირმა BLC აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია გამიზნულია იმ სტუდენტთა წასახალისებლად, რომლებიც გამოირჩევიან მაღალიაკადემიური მაჩვენებლებით და აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის სამეცნიერო დასაზოგადოებრივ საქმიანობაში.
უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია, რომელიც გაიცემა აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდება აკადემიური მოსწრებით და ქვემოთ მოცემული დამატებითი კრიტერიუმებით.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი სტიპენდიის მისაღებად?
– სტუდენტი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის
ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
-სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (სტუდენტის GPA არ უნდა
შეადგენდეს 3,4-ზე ნაკლებს).
წარმოსადგენი დოკუმენტები:
– რეზიუმე (CV);
– აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტები (ნიშნების ფურცელი და GPA);
– სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას);
– ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ ინფორმაცია/სერტიფიკატები (რაც დამატებით ჩაითვლება უპირატესობად; მაგ. The Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot, საერთაშორისო კონფერენციები და სხვ.);
– საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორების მიერ გაცემული 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი.
სტიპენდიის ოდენობა: 1500 ლარი
BLC-ის სტიპენდიის მოპოვებას შეძლებს კონკურსში მონაწილე 2 კანდიდატი.
დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 10-დან 31 მარტის ჩათვლით.
სტუდენტებმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: blc@blc.ge; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ PDF
ფორმატში;
დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება BLC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.blc.ge