
ქალები ვიკიპედიაში — ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსია. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც აგრეთვე წარმოადგენს „ვმ საქართველოს“ პრიორიტეტს.
კონკურსი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან სტატიები ნებისმიერი ქალის შესახებ. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური – 5 ქულა.
„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:
1st პირველი ადგილი : სმარტფონი (Realme)
2nd მეორე ადგილი : ტაბი
3rd მესამე ადგილი : სმარტ-საათი
სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ, დაწერილი 2025 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 3 000 ბაიტისა და 300 სიტყვისაგან.
კონკურსის წესები და პირობები იხილეთ ბმულზე.