უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს შემდეგ პროგრამებზე: უნგრული ენა და უნგრული კვლევები; უნგრული ენა და კულტურის კვლევები.
მონაწილეობის წინაპირობები უნგრული ენისა და უნგრული კვლევების პროგრამისთვის:
-განაცხადის წარდგენა შეუძლიათ არაუნგრული მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებისთვისაც უნგრული არ არის მშობლიური ენა;
-კანდიდატი უნდა იყოს კურსდამთავრებული ან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი უნგრული კვლევების მიმართულებით;
-ასაკობრივი შეზღუდვა – 35 წელი.
მონაწილეობის წინაპირობები უნგრული ენისა და კულტურის კვლევების პროგრამისთვის:
-განაცხადის წარდგენა შეუძლიათ უნგრული წარმოშობის მქონე მოქალაქეებსაც;
-ყველა აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უცხოური (არაუნგრული) მოქალაქეობა; მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე ორმაგი მოქალაქეობის (უნგრული და სხვ.) მქონე პირებს;
-განაცხადების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მოხალისეობრივი სამუშაო უცხოურ უნგრულ თემებში, ასევე უნგრულ კულტურასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები;
-ასაკობრივი შეზღუდვა – 35 წელი.
-პროგრამის ხანგრძლივობა – 10 თვე (სექტემბერი, 2023 – ივნისი, 2024)
სტიპენდია მოიცავს:
-სწავლის საფასურს;
-ყოველთვიურ სტიპენდიას 45 000 უნგრული ფორინტის ოდენობით;
-უფასო საცხოვრებელს;
-სტუდენტურ ბარათს;
-ჯანდაცვის სერვისებს.
დაინტერესებულ პირებს ამ ბმულის დახმარებით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ
უნგრული ენისა და უნგრული კვლევების პროგრამაზე 2023 წლის 17 აპრილამდე;
უნგრული ენისა და კულტურის კვლევების პროგრამაზე 2023 წლის 19 აპრილამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები და ეწვიოთ ბმულს.