
კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) აცხადებს მიღებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის მსურველეთათვის. წარმატებული კანდიდატები შეძლებენ KAIST უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას და მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
- მაგისტრატურა − 4 სემესტრი;
- დოქტორანტურა − 8 სემესტრი;
ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები − 10 სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
-ინტეგრირებულ ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს 2025 წლის აგვისტომდე მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს − მაგისტრის ხარისხი;
-აპლიკანტმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს TOEFL iBT, IELTS, TOEIC ან TEPS სერტიფიკატი;
-აპლიკანტმა აპლიკაციის მიღების პერიოდში უნდა მოძებნოს აკადემიური მრჩეველი მასპინძელ უნივერსიტეტში.
რეგისტრაციის საფასური: USD 80
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი, 2025.
რეკომენდატორის მიერ სარეკომენდაციო წერილის გაგზავნის ბოლო ვადა: 2 აპრილი, 2025.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
წყარო: ილიაუნი