სრული სტიპენდია ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე

ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისთვის სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამისათვის.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე