სრულად დაფინანსებული ტრენინგ კურსი ნორვეგიაში

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, საერთაშორისო პარტნიორებთან — Be. long და Utøya Democracy Learning Center — თანამშრომლობით აცხადებს ღია კონკურსს სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულ 5 – დღიან ტრენინგ კურსზე.

თუ ხარ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი და გაინტერესებს თემები, როგორიცაა:

▪ კრიტიკული აზროვნება
▪ მედიაწიგნიერება
▪ სამოქალაქო განათლება

📍 ლოკაცია: უტოია, ნორვეგია

 

თარიღი: 2025 წლის 18-22 აგვისტო

სამუშაო ენა: ინგლისური

თუ ხარ მოტივირებული, აქტიური და გსურს საერთაშორისო გამოცდილება — ეს ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის, არამედ პიროვნული განვითარებისთვის, ახალი მეგობრების შესაძენად, საკუთარი კულტურის გასაზიარებლად და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობისა და მათი კულტურის უკეთ გასაცნობად.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2025

რეგისტრაცია:
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:

🔗 https://shorturl.at/s9B5k

გთხოვთ, გამოიყენოთ მხოლოდ კორპორაციული ელფოსტა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს:

studentandalumniservicecenter@cue.edu.ge