2022 წლიდან უნივერსიტეტში ინერგება GAU-ს თანადამფუძნებლის, სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
თითოეული მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-სტუდენტი უნდა სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე (ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, აიტისა და ინჟინერიის სკოლა, მედიცინის სკოლა);
-სტუდენტის საერთო შეწონილი ქულა (GPA) უნდა უდრიდეს ან აღემატებოდეს 3.0-ს.
წლევანდელი კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
-ბლოგების კონკურსი
-პრეზენტაცია და გასაუბრება
ბლოგების კონკურსი ჩატარდება GAU-ში სპეციალურ სივრცეში; სტუდენტებს ადგილზე მიეცემათ თემა, რომელზეც უნდა დაწერონ ბლოგი საათ-ნახევარში (სიტყვების რაოდენობა 300-500);
სპეციალურად შექმნილი ჟიური შეაფასებს სტუდენტთა ნამუშევრებს და გამოავლენს საუკეთესო ბლოგებს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე კომისია გაესაუბრება ბლოგების კონკურსში შერჩეულ აპლიკანტებს; კონკურსის ამ ეტაპზე სტუდენტებს ევალებათ წარმოადგინონ იმ აქტივობების (ლექციები, მასტერკლაები, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, კონკურსები) პრეზენტაცია, რომლებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან სახელობითი სტიპენდიანტები.
გასაუბრების შემდეგ კომისია შეარჩევს ერთ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებს სოფო შუბლაძის სახელობით სტიპენდიას 5 000 ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ 2022 წლის 1 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.