სემინარი ჟურნალისტებისთვის ლაიფციგში

საქსონიის მედიის განათლების ფონდი 2001 წლიდან წელიწადში ერთხელ აწყობს სემინარს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის.

 

წელს კვლავ ექნებათ აღნიშნული რეგიონების შერჩეულ ჟურნალისტებს შესაძლებლობა, 6-დან 16 ოქტომბრამდე ლაიფციგში მონაწილეობა მიიღონ სემინარში და ამით გაეცნონ ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის სტრუქტურებსა და სამუშაო პრაქტიკას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დუალურ მედია-სისტემაში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის კულტურული ურთიერთობები.

 

განაცხადის შეტანა შეუძლიათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებს, რომელთა ასაკი განაცხადის შეტანის მომენტისთვის არ აღემატება 40 წელს. მოთხოვნები მოიცავს მედიაში მუშაობის გამოცდილებას და გერმანული ენის კარგად ცოდნას. მგზავრობის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს დაფარავს საქსონიის მედიის განათლების ფონდი. პროგრამისა და მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითა ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.ssm-seminar.de.

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი.

 

სემინარის პროგრამა იხილეთ აქ: https://www.ssm-seminar.de/seminar/programm/