სემინარი ლაიფციგში ჟურნალისტებისათვის

საქსონიის მედიაგანათლების ფონდი (Sächsische Stiftung für Medienausbildung – SSM) კვლავ აწყობს სემინარს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის.
 
წელსაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8-10 ჟურნალისტს საშუალება ექნება, 2021 წლის 15-26 ნოემბერს ლაიფციგში მიიღოს მონაწილეობა სემინარში და გაეცნოს ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის სტრუქტურებსა და მუშაობას გერმანიის დუალურ მედიასისტემაში. გარდა პროფესიული თემებისა სემინარზე დიდი ყურადღება ექცევა კულტურულ ურთიერთგაცვლას.
 
განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ჟურნალისტებს, რომელთა ასაკიც განაცხადის შეტანის ბოლო ვადისთვის არ აღემატება 40 წელს და რომლებსაც ექნებათ ევროკავშირში აღიარებული აცრის ან გამოჯანმრთელების სამედიცინო ცნობა. სემინარში მონაწილეობის წინაპირობებს წარმოადგენს მედია-საშუალებებში მუშაობის გამოცდილება და გერმანული ენის კარგი ცოდნა. ფონდი ფარავს მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს.
 
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ოქტომბერი.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამისა და სემინარში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ssm-seminar.de