სახვითი ხელოვნების მუზეუმში შესვლა სტუდენტებისთვის თვეში ერთხელ უფასო იქნება
3:28 pm
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი სტუდენტებს სიახლეს სთავაზობს.
ყოველი თვის პირველ სამშაბათს სახვითი ხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის მუზეუმში შესვლა თავისუფალი იქნება.
სტუდენტების გარდა, ამ კონკრეტულ დღეს ლექტორებს შეუძლიათ მუზეუმში თემატური ლექციების ჩატარებაც.
სახვითი ხელოვნების მუზეუმში ბოლო 70 წლის განმავლობაში შეგროვებული ქართული ხელოვნების ნიმუშებია დაცული. კოლექციაში შედის 100-მდე ავტორის ნამუშევრები. ავტორებს შორის არიან: აპოლონ ქუთათელაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ნათელა იანქოშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, ტატო ახალკაციშვილი და სხვა.