მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2021 წლის 2 ნოემბერს მოაწერა სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშებათ ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარის ოდენობით.
დოკუმენტის მიხედვით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები 800-ლარიან, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელიები 500-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
გარდა ამისა, 2 ნოემბერს ხელმოწერილ დადგენილებაში ნათქვამია, რომ საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებული, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი, ყოველთვიური სტიპენდიის სახით 2 000 ლარს მიიღებს. ამასთან, ახალი დადგენილებით, საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა 800 ლარით განესაზღვრება.
აღნიშნული პირებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი დააფინანსებს