იტალიის მთავრობა სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 2023-2024 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 54 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიების ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე.
იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
სამაგისტრო პროგრამები
-AFAM-ს კურსები
დოქტორანტურა
პროექტები თანახელმძღვანელობით
იტალიური ენისა და კულტურის კურსები
მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2023 წლის 9 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).
პორტალზე დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოში იტალიის საელჩოს ვებგვერდს.